Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ № 10/01-01, 21/01/2026).

 

 კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

 თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები

(ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ № 9/01-01, 21/01/2026).

 

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 9-16 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო  ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) - 18 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 20 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი;
ვ)  დოქტორანტობის  იმ  კანდიდატთათვის,  რომლებმაც დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:

გამოცდა ინგლისურ ენაში- 23 თებერვალი (13:00 სთ-მდე);
ინგლისური ენის  გამოცდის  შედეგების  გამოცხადება - 23 თებერვალი (18:00 სთ-მდე);
ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 24 თებერვალი (13:00 სთ-მდე);
ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 თებერვალი;

ზ) გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 25 თებერვალი;
თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 26 თებერვალი;
ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 თებერვალი.

 

 განისაზღვროს     თსუ-ს     ფაკულტეტების    მიმღებ     კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; განცხადება (1)

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული  ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის  მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში  - ნოტარიულად დამოწმებული  ასლი);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის  აკადემიურ  ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ფორმა (1)
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა; ფორმა (2)
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დოქტორანტობის კანდიდატს  მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის
დადასტურების შემთხვევაში,  დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა;
ი)    ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  თუ კვლევის 
ემპირიული ბაზა არის ქართული- ქართული ენის     ცოდნის     C1    დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ)  შესაბამის  სფეროში წინარე  ნაშრომი/პუბლიკაცია  ან/და  სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობა ან/და შესაბამის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ლ)   უცხო     ქვეყანაში    მიღებული    განათლების   აღიარების   დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)  წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის  ასლი (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. განცხადება (2).

 

  სავალდებულოა დოკუმენტაცია ატვირთულ იქნეს ელექტრონულ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F  (მისამართი გააქტიურდება 9 თებერვალს).
გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარმოდგენა მისამართზე: თსუ-ს II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტი, ოთახი 115, სამუშაო დღეებში 10:00–17:00 საათამდე.

 

დოქტორანტურის კოორდინატორი: 577-17-07-55; 577-17-07-88.

თარიღი: 26/01/2026